მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

გიგი წერეთელი: ფრაზები რაც პრეზიდენტმა გააჟღერა, დარჩება გასროლილ ფრაზად და ამას არავინ შეასრულებ,,ვიცი რატომ ახსენებენ მაჭავარიანის გვარს ხშირად, ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ“ –ეს განცხადება მიხეილ მაჭავარიანმა თინა ხიდაშელის ბრალდების საპასუხოდ გააკეთა.
,,უნდათ ჩემი გვარის ხსენებით სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ. შემთხვევითი არ არის, რომ შემდეგ ეს ადამიანები იკავებენ პოსტებს: ხდებიან კომისიების, ფრაქციების,კომიტეტების თავმჯდომარეები. ყველა ვინც ივანიშვილს კოჭს გაუგორებს ხდება თანამდებობის პირი. ყველა ტყუილი ერთი კაცისთვისაა, ვინც სოლოლაკშია და სეირს უყურებს. რაც მეტად ახსენებენ მაჭავარიანის გვარს, სულერთია მიშა იქნება თუ ვანო მეტ პოლიტიკურ დივიდენდს დაიწერენ“–განაცხადა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება დეპუტატ ხიდაშელის ბრალდებას, რომ პირადად მიხეილ მაჭავრიანმა მოპარა მას დეპუტატის მანდატი მაჭავარიანი ასე პასუხობს: ,,ის ხმა ჩემთან კი არა ,,მრეწველებთან“ წავიდა და ცესკომ დაამტკიცა. როდესაც ტყუილს ამბობენ, უნდა ახსოვდეთ, რომ შეიძლება ვინმეს მათზე უკეთესი მახსოვრობა აქვთ“– განაცხადა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური: მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროებმა გაითვალისწინონ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები
შემდეგი სტატიათურქეთს შავი დღე გაუთენდა