მიწის ნაკვეთები და ორი სახლი – რა ქონების მფლობელია შს ახალი მინიტრი

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მას აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, მათ შორის 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 90 კვ.მ საცხოვრებელი სახლი წავკისში, 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი წაღვერში, 2000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე და საცხოვრებელი სახლი წაღვერში.საცხოვრებელი ბინა თბილისში ფოთის ქუჩაზე. მისივე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის მეუღლე ნინო გედევანიშვილი 120 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელ ბინას ფლობს ყაზბეგის გამზირზე. მღებრიშვილისა და მის მეუღლის სახელზე არც ერთი ქართული კომპანია არ არის რეგისტრირებული.გიორგი მღებრიშვილის მამა, ანზორ მღებრიშვილი, ფლობს შპს T&G-ის 50%-ს, რაც მღებრიშვილის 2013 წლის დეკლარაციაში მითითებული არ იყო. ამ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია.

მინისტრს ჰყავს ავტომობილი “მერსედესი” 350. როგორც მის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციით ირკვევა, ანგარიშზე აქვს 20 000 ლარი, ხოლო მის მეუღლეს 7600 ლარი. მინისტრს კორსტანდარტ ბანკიდან აღებული აქვს იპოთეკური სესხი 120 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მღებრიშვილის ბიოგრაფიასა და ოჯახურ მდგომარეობას- გიორგი მღებრიშვილი დაიბადა 1970 წლის 9 მაისს თბილისში. 1990-1996 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა – სამართალმცოდნეობა. მან კარიერა 1997 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სტაჟიორად დაიწყო. ამის შემდეგ გიორგი მღებრიშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. მღებრიშვილი იყო ქვემო ქართლის რწმუნებული, შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრი, რამდენიმე დღის წინ 1 აგვისტოს კი ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შს მინისტრის პოსტზე წარადგინა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

banner
წინა სტატიაშიჰონკონგი: მკერდი იარაღი არ არის
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა