მიწაში დამარხული სასაწრაფოს მანქანა ნაპოვნია

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

ცოტა ხნის წინ მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა მიწაში დამარხული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა იპოვეს. ამ დროისთვის ავტომობილის მიწიდან ამოტანას ცდილობენ.

არსებობს ვერსია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ამ მანქანაში მოქალაქეები იმყოფებოდნენ და არის მსხვერპლი, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ამ ეტაპზე არ დასტურდება. როგორც სასწრაფო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ მანქანაში არავინ არ იჯდა და ის უხვად მოვარდნილმა წყალმა სასწრაფოს სადგომიდან ვერეს ხეობაში ჩაიტანა.

ავტომობილი ამ დრომდე მიწით არის სავსე.

banner
წინა სტატიაშიწყნეთის სამთავრობო აგარაკებზე ახალდაბაში სტიქიისგან დაზარალებული ოჯახები დაბინავდნენ
შემდეგი სტატიანუცუბიძეზე დათვის ბელი იპოვეს