მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, დიალოგი გრძელდება – აცხადებს კარასინი

14 marts dagegmili abashidzekarasinis shekhvedra gadaido 7041,,მთავარი შედეგი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების ამ რაუნდისა პრაღაში, გახლავთ ის, რომ მიუხედავად საქართველოში ოპოზიციური ძალების მცდელობისა გასვარონ და ჩაშალონ ის მოლპარაკებები , დიალოგი კვლავ გრძელდება,, განაცხადა რუსეთის საგარეო სამეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ხუთშაბათს ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ.

კარასინის განცხადებით, შეხვედრა ამჯერად ჩვეულებრივზე დიდ ხანს გაგრძელდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ფორმატის ფარგლებში, მხარეების მიერ წამოჭრილი განსახილველ საკითხთა წრე გაფართოვდა. თავად განსახილველი თემების წრის გაფართოებაც, მიუთითებს რომ მოლაპარაკებებს რეზულტატი მოაქვს და წინ მიიწევს, აცხადებს კარასინი.

რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრის შესახებ კომენტირებისას, კარასინმა განაცხადა: ,,ასეთი შეხვედრის ალბათობა არსებობს, თუმცა მის  მოსაწყობად საჭიროა თავად შეხვედრის კარგად მომზადება, რათა მან სერიოზული პოლიტიკური შედეგები მოგვცეს…. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ურთიერთგაგების ამ დონეზე ვართ,, დასძინა კარასინმა

 

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის განცხადება შეცდომა იყო – გია ხუხაშვილი
შემდეგი სტატიააცილება მიეცით კარასინებს” და ელაპარაკეთ პუტინს” – ჯუმბერ კირვალიძე