მის სათვალთვალოდ საქართველოდან სუს-ის თანამშრომლები გაგზავნეს

რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ

mishaaaყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, რამდენიმე ქვეყანაში მის სათვალთვალოდ საქართველოდან სუს-ის თანამშრომლები გაგზავნეს.
როგორც სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რამდენიმე მათგანი დააკავეს და საქართველოში დეპორტაცია გაუკეთეს, ერთი კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
“არა მხოლოდ სულელურ დელეგაციებს აგზავნიან, არამედ რამდენიმე ქვეყანაში გამოაგზავნეს სუს-ის, უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, რომ ჩემზე ეწარმოებინათ დაკვირვება. რამდენიმე ქვეყანამ ისინი დააკავა და დეპორტაცია გაუკეთა, ერთ ქვეყანაში კი დღემდე ზის სუს-ის მაღალჩინოსანი და არ უშვებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ შეუთვალა, თქვეს, რომ კანონი კანონია და ვინ მოგცათ უფლება ჩვენ ქვეყანაში ოფიციალურად მოწვეულ ადამიანს რომ უთვალთვალებთო. ასე რომ, ძალიან სამარცხვინოა”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების გამო საქართველოს მოქმედმა მთავრობამ ურთიერთობა “ყველასთან გაიფუჭა”.
“პუტინი კვდება სიცილით. ზუსტად მის გეგმას მიყვებიან. ყველასთან გაიფუჭეს ურთიერთობა, მათ შორის ამ თემაზე. ისეთი სისულეები მოუყვა პოროშენკოს ღარიბაშვილმა ტელეფონზე რომ დაურეკა, როცა პირველად თანამდებობა შემომთავაზეს და საკითხი წყდებოდა, რომ მართლა ვერ გავიმეორებ. ოდესმე წიგნში შეიძლება დავწერო. ქვეყანა რომ ბანძდება ამაზე აღარ ფიქრობენ”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში800 ათასი მოქალაქე არა ტოროლა–მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატია,,სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს,, პეტრო პოროშენკო