ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას წარმოადგენს-კახა კოჟორიძე

1421151833557191“ივანიშვილი ადგენს თამაშის წესებს და მას სურს, პრეზიდენტმა გააკეთოს ის და იყოს იქ, როგორც მას სურს,” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ რამდენიმე წუთის წინ რუსთავი2-ის ეთერში გააკეთა. თოქშოუ არჩევანში საუბრისას კოჟორიძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ მიზანმიმართული კამპანია ხორციელდება.

“რამდენიმე დღის წინ ბატონმა ბიძინამ თავის გადაცემაში ისაუბრა პრეზიდენტის სასახლეზე და თქვა, რომ ის ათონელზე უნდა გადასულიყო. მეორე დღეს მთავრობამ გაკეთა განცხადებები, ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ. დღეს ყოფილმა პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება “ჭარბ ფართზე” და აღნიშნა, რომ ამხელა ფართი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის საჭირო არ არის. ივანიშვილმა თქვა ისიც, რომ თამაშის წესებს ყველა, მათ შორის პრეზიდენტიც, უნდა დაემორჩილოსო. ეს ის თამაშის წესებია, რასაც სწორედ თავად ბატონი ბიძინა ადგენს,” – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

თოქშოუ არჩევანში საუბრისას პრეზიდენტის მრჩეველმა იმ მიზეზებზეც გააკეთა განცხადბა, თუ რატომ ითვალისწინებს მთავრობა ბიძინა ივანიშვილის რჩევებს. “ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება ის, რომ ეს მთავრობა დღეს ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან. ამიტომაც მას აქვს დიდი გავლენები და მის აზრს ითვალისწინებენ. რაც პრეზიდენტი ბატონი ივანიშვილის თამაშის წესებს არ დაემორჩილა, დაიწყო მის მიმართ პოლიტიკური კამპანია,” – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

პრეზიდენტის მრჩეველმა განმარტა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას წარმოადგენს.

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციიდან გამოსვლას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება – ამის შესახებ გადაცემა არჩევანში პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ვითარება უკიდურესად არ დაიძაბება.

„თუ დადგება საკითხი ისე, რომ კონსტიტუცია შეიცვალოს, მაშინ შეიძლება იურიდიულად და ფორმალურად ეს საკითხი გაფორმდეს. მაგრამ იურიდიულად თუ მივყვებით, მაშინ ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტს ისე შევუქმნათ პრობლემა, რომ საერთოდ დაფინანსება არ მივცეთ. საქართველოს პრეზიდენტის დაფინანსება იყოს ნული. მთავრობას და პარლამენტს ამის ფორმალური, იურიდიული შესაძლებლობა აქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე ეს საკითხი არ მივა,“ – აცხადებს კახა კოჟორიძე.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფოს მიერ ხუდონჰესის წილის შეძენაზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახმაურდება
შემდეგი სტატიააშშ ,,ისლამურ სახელმწიფოს,, იარაღს აწვდის…?