მინსკის შეხვედრა სეპარატისტებმა ჩაშალეს

Leonid-Kuchma_1854463bმინსკში 31 იანვარს გასამართი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ჩაიშალა და ამის მიზეზად, უკრაინელთა მხრიდან ჯგუფის წარმომადგენელმა, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისთა ლიდერების გამოუცხადებლობა და მათი წარმომადგენლების ულტიმატუმის ფორმით გამოსვლები დაასახელა.

,,დღევანდელი კონსულტაცია, მინსკის შეთანხმების შესრულების გეგმებთან დაკავშირებით, რომელთა ნუსხა სიტუაციის დეესკალაციაზე იყო მიმართული, მისკის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერების, ალექსანდრე ზახარჩენკოსა და იგორ პლოტნიცკის გამოუცხადებლობისა და მათი წარმომადგენლების ულტიმატუმის ფორმით გაკეთებული განცხადებებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვაზე უარის თქმის გამო ჩაიშალა,, განაცხადა კუჩმამ.

კუჩმამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ვერ მიიღებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხრიდან ვერანაირ ულტიმატუმს და დაჟინებით მოითხოვს მინსკის შეთანხმების შესრულებას.

banner
წინა სტატიაშისომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტზე მდგომარეობა გამწვავდა
შემდეგი სტატიაუკრაინელმა სნაიპერმა დონეცკელ სეპარატისტების ლიდერს პირდაპირ ეთერში ესროლა