მინსკის შეთანხმება არარეალურია – აცხადებს რადას დეპუტატი სემიონჩენკო

უკრაინის შეიარაღებული ძალების ბატალიონ ,,დონბასის,, მეთაური და რადას დეპუტატი სემიონ სემიონჩენკო, ,,ბიბისის,, უკრაინულ ბიუროსთან საუბარში აცხადებს, რომ მინსკის მოლაპარაკებებში მიღწეული შეთანხმება არარეალურია.
მისი განცხადებით, სეპარატისტები მოიქცევიან ისე, როგორც აქამდე იქცეოდნენ… კერძოდ კი, გამოიყენებენ სამშვიდობო შეთანხმებას ახალი ტერიტორიების დასაპყრობად. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რეალურ მიზნებს ისახავს პუტინი, აცხადებს რადას დეპუტატი და იმავე დროს ბატალიონის მეთაური სემიონ სემიონჩენკო, რომელსაც ორიოდე თვის წინ ბატალიონის პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაუდგა და ცალკე ბატალიონი ჩამოაყალიბა. აღსანიშნავია, რომ სემიონჩენკოსგან განდგომილი ბატალიონის წევრები, მათ შორის ქართველი მებრძოლები, მას კორუფციაში, უკრაინის ინტერესების ღალატში და იელოვაისკის ტრაგედიის გამო ადანაშაულებენ.
ბატალიონ ,,დონბასმა,, ქალაქ იელოვაისკში, სემიონჩენკოს ბრძანებით განხორციელებული დაუგეგმავი ოპერაციის დროს პირადი შემადგენლობის 70% დაკარგა, დაღუპულებისა და ტყვედ ჩავარდნილების სახით. თავად სემიონჩენკო კი ამ ოპერაციის დროს ბატალიონთან არ იმყოფებოდა

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე ზაქარია ქუცნაშვილს აქილიკებს
შემდეგი სტატიაპენსიის 220 ლარამდე გაზრდა აბსურდია ხოლო 10 ლარით პენსიის ზრდა სექტემერში განხორციელდება