მინსკის დოკუმენტის მიხედვით ყველა უცხოურ შეიარაღებულ ფორმირებას უკრაინის ტერიტორიის დატოვება მოუწევს–პოროშენკო

მინსკის დოკუმენტის მიხედვით, ყველა უცხოურ შეიარაღებულ ფორმირებას უკრაინის ტერიტორიის დატოვება მოუწევს–პოროშენკო

"ბატონო პოროშენკო რატომ ესვრით მშვიდობიან მოსახლეობას?"-ტელეკომპანია ВГТРК-ს ჟურნალისტიმინსკის დოკუმენტის მიხედვით, ყველა უცხოურ შეიარაღებულ ფორმირებას უკრაინის ტერიტორიის დატოვება მოუწევს. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით , მინსკში შეთანხმებულ დოკუმენტში არის პუნქტი, რომელიც ყველა უცხოური შეიარაღებული ფორმირების მიერ უკრაინის ტერიტორიის დატოვებას გულისხმობს.
“ბიბისის” ინფორმაციით, ამის შესახებ პოროშენკომ მინსკში “ნორმანდიულ ოთხეულს” შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინსკში მერკელის, პუტინის, პოროშენკოსა და ოლანდის მონაწილეობით შეხვდრა გუშინ დაიწყო და დაახლოებით 16 საათი გრძელდებოდა. მიღწეულია შეთანხმება, რომ უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვალს უნდა შეწყდეს.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე არ აკონკრეტებს, რა ნიშნით შეარჩია ვალერი ზუმბაძე და რობერტ გრიგალაშვილი თანამდებობაზე
შემდეგი სტატიაკოტე კუბლაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს