მინისტრებისა და ვეტერანების ამხანაგური მატჩი რაგბიში ფრედ დასრულდა

მინისტრებისა და ვეტერანების ამხანაგური მატჩი რაგბიში ფრედ 5:5 დასრულდა. როგორც თამაშის დასრულების შემდეგ მინისტრებმა განაცხადეს, მათ ღირსეული მოწინააღმდეგეები შეხვდათ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, თამაში შედგა, რადგანაც ის მიზანი, რისთვისაც მათ ითამაშეს, ჯანსაღის ცხოვრების ხელშეწყობა და ქართველი ბორჯღალოსნებისთვის მხარდაჭერა დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში გამოცხადებული იყო ვიცეპრემიერი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, მას ამხანაგურ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.
ამხანაგური მატჩი “მინისტრები და ვეტერანები ბორჯღალოსნებისთვის” შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართა. მატჩი მსოფლიოს თასზე მოთამაშე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერად ჩატარდა.
შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
თამაშის დაწყებამდე ანსამბლმა “სუხიშვილები” საკონცერტო ნომერი შეასრულა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი, ნარმანია, აბაშიძის შეხვედრას ოფიციალურ დონეზე უარყოფენ
შემდეგი სტატია,,ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით, რათა ფეხბურთმა ნელ-ნელა დაიწყოს იმ კრიზისიდან გამოსვლა”