მინისტრებთან დაკავშირებით განცხადებას თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს–თინა ხიდაშელი

ჩვენ შევიძინეთ საჰაერო თავდაცვისუნარიანობის ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნოლოგია

დეპუტატი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მინისტრებთან დაკავშირებით განცხადებას თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს.
“ვერაფერს გეტყვით, რადგან პრემიერ-მინისტრი თავად გააკეთებს განცხადებას. მე დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს მთავრობასთან დაკავშირებით ბევრ თემაზე. ამაზე პრემიერი თავად გააკეთებს განცხადებას. როდესაც ხარ პოლიტიკაში, ყველაფერს ეთანხმები”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში შესაძლოა მინდია ჯანელიძე აღარ მოხვდეს. ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, მინდია ჯანელიძე შესაძლოა თინა ხიდაშელმა შეცვალოს.
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს.
როგორც პრემიერმა, გუშინდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება – სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიიმედი მაქვს, რომ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა ამ სკანდალში არ დადასტურდება
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან მის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა