მინდია ჯანელიძე – 9 აპრილს დაღუპულები ჩვენი ქვეყნის გმირები არიან

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, 9 აპრილს დაღუპულები საქართველოს გმირები არიან. ამის შესახებ მინდია ჯანელიძემ 9 აპრილის მემორიალთან 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნაზე პატივის მიგების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
“დღეს მოვედით 9 აპრილის მემორიალთან, პატივი მივაგეთ გმირებს, რომლებიც 26 წლის წინ, 9 აპრილს დაიღუპნენ. ისინი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის გმირები არიან, ჩვენ ყოველთვის პატივი უნდა მივაგოთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის საქმე, რაც მათ გააკეთეს”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მათ მოახდინეს ქართველი ხალხის კონსოლიდაცია თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რაც დამთავრდა კიდეც ჩვენი თავისუფლებით და დამოუკიდებლობის მოპოვებით.
“ამიტომ, ეს ხალხი ნამდვილად საქართველოს გმირები არიან და ქედს ვიხრით მათ წინაშე”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში12 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შესასვლელად სპეციალური საშვები საჭირო არ იქნება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – 9 აპრილი დარჩა დღედ, როდესაც მთელი ერი იდგა ერთად, ერთი იდეის გარშემო