მინდია ჯანელიძე: რუმინეთი არის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, რუმინეთი არის საქართველოს ერთ-ერთი სერიოზული მხარდამჭერი, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის , ასევე ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარების და შესაძლებლობების გაზრდის პროცესში.
ამის შესახებ მინდია ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ მირჩეა დუშასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
“რუმინეთი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ამ ქვეყნის მინისტრი გვყავს დღეს სტუმრად. საინტერესო შეხვედრა და საუბარი გვქონდა ჩვენს თანამშრომლობაზე, ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, როგორც ნატო-სა და ევროკავშირის, ასევე ორმხრივ ფორმატში”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მუდმივი კონტაქტი, ვიზიტების გაცვლა, რათა იპოვონ ის ახალი მიმართულებები და სფეროები, სადაც როგორც თავდაცვის უწყებები, ასევე სამხედროები ითანამშრომებენ.
“განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ორმხრივი ურთიერთობების ფორმატს. ვფიქრობთ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული მიმართულებები და გეგმები და ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ამ სფეროებში იქნება ძალიან ნაყოფიერი”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დღესვე დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძე დღეს თეა წულუკიანს შეხვდება
შემდეგი სტატიადაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა