მინდია ჯანელიძე: იმედი მაქვს მინისტრთა ახალ კანდიდატებს პარლამენტი მხარს დაუჭერს,

“იმედი მაქვს მინისტრთა ახალ კანდიდატებს პარლამენტი მხარს დაუჭერს,” – ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მინდია ჯანელიძემ გააკეთა.

ჯანელიძე თანამდებობებიდან წასულ მინისტრებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი ობიექტური მიზეზების გამო წავიდნენ და მათი წასვლა წარუმატებლობის გამო არ მომხდარა.

“იმედი მაქვს რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი მხარს დაუჭერს. მინისტრების წვლილი და ღვაწლი რომლებმაც თანამდებობები დატოვეს იყო დიდი ისინი თავის საქმიანობას თავს კარგად ართმევდნენ. მათი წარუმატებლობა არ ყოფილა მათ წასვლის მიზეზი,” – აცხადებს მინდია ჯანელიძე.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ნოდარ ჯავახიშვილი გამორჩეულია მთელი გუნდისგან
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ხდება პაიკების აფერისტული გადაადგილება