მინდია ჯანელიძე – ვინც ქართველ სამხედროებსა და პოლიციელებზე ხელს აღმართავს, დაუსჯელი ვერ დარჩება

საქართველოს თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის განცხადებით, ვინც ქართველ სამხედროებსა და პოლიციელებზე ხელს აღმართავს, დაუსჯელი ვერ დარჩება. ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს ქაშუეთის ტაძარში განუცხადა, სადაც მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
“მივუსამძიმრეთ გარდაცვლილი, გმირი პოლიციელის ოჯახს. ეს არის უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დანაშაული უახლოეს ხანებში გაიხსნება და დამნაშავე საკადრისად დაისჯება. არავინ, რომელიც ხელს აღმართავს ქართველ სამხედროებზე, ქართველ პოლიციელებზე, დაუსჯელი ვერ იქნება. ყველას საკადრისი პასუხი მიეზღვება”,- განაცხადა მინდია ჯანელიძემ. ქაშუეთის ტაძარში იმყოფებიან შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშსს მინისტრი პოლიციელის მკველობაში ეჭვმიტანილს მოუწოდებს პოლიციას ჩაბარდეს
შემდეგი სტატიასამების ტაძარში დიდი ხუთშაბათის სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა