მინდია ჯანელიძე: ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ეს გააკეთა საკადრისად დაისჯება

კასპირ რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის დაკრძალვის ცერემონიაზე თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე იმყოფებოდა.

მინისტრმა ყარაფილას სასაფლაოზე მომხდარი ტრაგედიის  კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.

„ერთი რაც არის ცალსახა – ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ეს გააკეთა საკადრისად დაისჯება. კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, – განაცხადა ჯანელიძე.

იური ვაზაგაშვილი დღეს შვილის გვერდით დაკრძალეს. იგი 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს უმცირესობა ავარიული კორპუსების გამაგრებას ითხოვს
შემდეგი სტატიაზურაბ გამეზარდაშვილი: აღნიშნული დანაშაული ძალიან ძნელად გასახსნელ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება