მინდია ჯანელიძე არ აკონკრეტებს, რა ნიშნით შეარჩია ვალერი ზუმბაძე და რობერტ გრიგალაშვილი თანამდებობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე არ აკონკრეტებს, რა ნიშნით შეარჩია ვალერი ზუმბაძე და რობერტ გრიგალაშვილი თანამდებობაზე. მინდია ჯანელიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მედიის მიერ დასმული კითხვა უპასუხოდ დატოვა და აქცენტი მიმდინარე სამართლებრივ პროცესსა და მისი დასრულების მნიშვნელობაზე გააკეთა.

“საზოგადოებაში ამ საკითხებმა ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ხშირ შემთხვევაში ვხედავთ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. აქ უბრალოდ საჭიროა, დაველოდოთ სამართლებრივი პროცესის შედეგებს და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერზე. სანამ არ იქნება სამართლებრივი პროცესი დამთავრებული, თავი შევიკაოთ ამ თემაზე საუბრისგან”, – განუცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ შეკითხვაზე კომენტირებისას.

თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის ყოფილმა უფროსმა, ვალერი ზუმბაძემ და სამხედრო ინსპექციის უფროსის ყოფილმა მაოდგილემ რობერტ გრიგალაშვილმა თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ე.წ. ოპერაცია “ენვერის” საქმესთან იყვნენ დაკავშირებული.

banner
წინა სტატიაშიმინსკში მოლაპარაკებები შედეგებს იძლევა
შემდეგი სტატიამინსკის დოკუმენტის მიხედვით ყველა უცხოურ შეიარაღებულ ფორმირებას უკრაინის ტერიტორიის დატოვება მოუწევს–პოროშენკო