მინდია ჯანელიძე :არაფერი განსაკუთრებული არ ხდება

თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის განცხადებით, ბოლო დღეებში თავდაცვის სამინისტროს მიმართ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.

როგორც მინდია ჯანელიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, განსაკუთრებით რამდენიმე ე.წ. ექსპერტი და მედიასაშუალება აქტიურობს.

“სინამდვილეში სამინისტროში პროცესები მიდის გეგმის მიხედვით. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. იყო საკადრო ცვლილებები, მაგრამ ყველა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებასაც მივცემთ განმარტებას და შესაბამისად, იმის არგუმენტები გვაქვს, რატომ განვახორციელოთ ესა თუ ის ცვლილებები”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ და დასძინა, რომ საკადრო ცვლილებები შესაძლოა, მომავალშიც განხორციელდეს იმისთვის, რომ ის მდგომარეობა, რაც სამინისტროში დახვდა, თანდათანობით გამოსწორდეს, მენეჯმენტი გაუმჯობესდეს და მთელი რიგი პრობლემები მოგვარდეს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა მინისტრებს შეტევაზე გადასვლა ურჩიათ
შემდეგი სტატიაგაურკვევლობა მინსკის მოლაპარაკებებზე