მინდია ჯანელიძეს 8 აპრილს თავდაცვის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფში მოუსმენენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, 8 აპრილს, 12:00 საათზე თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს მოუსმენს, – ამის შესახებ ინფიორმაცია პარლამენტის ბიუროს კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მიაწოდა.

სესიაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლის საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა უსაფუძვლო განცხადებები. დეპუტატი აცხადებს, რომ მინისტრი მზად არის მივიდეს პარლამენტში და მას 8 აპრილს კომიტეტი მოუსმენს. ირაკლი სესიაშვილის ცნობით, ნდობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ შესყიდვებთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც კომიტეტი მინისტრს მოუსმენს და მისგან ინფორმაციას მიიღებს, ნდობის ჯგუფიც შეიკრიბება.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: სახელმწიფო რომ თავის სიმაღლეზე იყოს, ეს არ მოხდებოდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა