მინდია ჯანელიძემ და დავით ნარმანიამ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ეწვივნენ. მათ სატირული ჟურნალის Charlie Hebdo რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს.

საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის გამოსახატად პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები მიდიან.
7 იანვარს, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიშარლ დე გოლის აეროპორტმა რეისების განრიგი შეცვალა
შემდეგი სტატიაBBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიცია თავდამსხმელებთან კონტაქტზე გავიდა