მინდა პუტინს შევხვდე მას შეუძლია ჩემს ზურგს უკან დამცინოს, როცა კარებს მიიხურავს და იდიოტიც მიწოდოს

მინდა პუტინს შევხვდე მას შეუძლია ჩემს ზურგს უკან დამცინოს, როცა კარებს მიიხურავს და იდიოტიც მიწოდოს

მინდა პუტინს შევხვდე მას შეუძლია ჩემს ზურგს უკან დამცინოს, როცა კარებს მიიხურავს და იდიოტიც მიწოდოსცნობილი ინგლისელ მუსიკოსს ელტონ ჯონს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა სურს, რომ განიხილონ, როგორც თვითონ აღნიშნა , რუსეთის პრეზიდენტის “სასაცილო” დამოკიდებულება გეების უფლებებთან დაკავშირებით.

Human Rights Watch-ის გასული წლის მოხსენება მოწმობს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ჰომოფობიის მაგალითების აღკვეთა ვერ შეძლო და მას დამნაშავეებიც არ დაუსჯია.

ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთში სექსუალურ უმცირესობებზე თავდასხმები იზრდება.
ელტონ ჯონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მიესალმება პუტინთან აღნიშნულ თემაზე დიალოგს იმის მიუხედავად, რომ “შესაძლებელია პუტინმა მის ზურგს უკან გაიცინოს და იდიოტიც უწოდოს”.

ელტონ ჯონი უკრაინაში იმყოფება. კიევში ის უკრაინის პრეზიდენტს პოროშენკოს შეხვდა და ადგილობრივებს მოუწოდა ლგბტ-თემს მხარი დაუჭირონ.
ელტონ ჯონი იალტას მე-12 კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, ასევე ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა და მათ მოუწოდა გეების დისკრიმინაცია არ მოახდინონ.

მინდა პუტინს შევხვდე მას შეუძლია ჩემს ზურგს უკან დამცინოს, როცა კარებს მიიხურავს და იდიოტიც მიწოდოს
“მინდა პუტინს შევხვდე” – თქვა ელტონ ჯონმა – “ეს, სავარაუდოდ, უტოპიური იდეაა… მას შეუძლია ჩემს ზურგს უკან დამცინოს, როცა კარებს მიიხურავს და იდიოტიც მიწოდოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მეცოდინება, რომ მე ჩემი ვცადე” – განაცხადა ელტონ ჯონმა.

banner
წინა სტატიაში“2012 წლის შემდეგ იყო პოზიტიური ტენდენციები, რაც უარყოფითად შეიცვალა”
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი – სირიის მხარდაჭერაზე, ტერორიზმზე და პუტინის გამოსვლაზე გაეროში (VIDEO)