მთავრობის დასწრების საკითხი პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე, კვლავ გაურკეველია. გადაწყვეტილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჯერ არ აქვთ მიღებული.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის თქმით, უახლოეს დღეებში, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება მივა თუ არა მთავრობა 31 მარტს პარლამენტში.
„ვიმსჯელებთ გუნდში და იქნება მიღებული გადაწვეტილება დავესწრებით თუ არა. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ მთავრობის დასწრების აუცილებლობა არ არის, თუმცა თუ მთავრობა დაესწრება, მე პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ,“-განაცხადა კახი კალაძემ.