მილიარდელი ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს

ამერიკელმა მილიარდელმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
«ჩვენს ჩვენს ქვეყანას ისევ დიადს გავხდით» – დაპირდა ის მოსახლეობას თავის გამოსვლაში.
«ჯებ ბუში და მარკო რუბი გაგებაში არ არიან და როგორ შეიძლება მათ ქვეყანა მართონ» – განაცხადა რესპუბლიკელმა ტრამპმა თავის მოწინააღმდეგეებზე საუბრისას.
ტრამპს არასდროს მიუღია მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ხშირად ამბობდა, რომ ამას აპირებდა.

2011 წელს მშენებლობების მაგნატმა და ამერიკული ტელევიზიის ვარსკვლავმა თქვა, რომ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაიფიქრა.
ბიბისის კორესპონდენტის ანტონი ზაცარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა რამდენჯერმე გაიმეორა გეგმის შესახებ, სერიოზულად არავის აღუქვია. მაგრამ ამ ჯერზე მან უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება და წინასაარჩევნოდ საკმაო ფულის დახარჯვასაც აპირებს.
მან თქვა, რომ მისმა მილიარდებმა შესაძლებელია ის ეფექტური პრეზიდენტი გახადოს.
«ჩვენს ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს – ჩვენ უკვე ვეღარ ვხდებით გამარჯვებულები. როდის გავიმარჯვეთ, მაგალითად, ჩინეთთან სავაჭრო გარიგებებში? მე ჩინეთს ყოველთვის ვამარცხებ» – განაცხადა ტრამპმა თავის გამოსვლაში.
ტრამპის პირადი ქონება 8,5 მილიარდი დოლარია.
მისი პოპულარობა ძალიან მაღალია და მან უკვე დაამტიცა საკუთარი მზაობა კრიტიკულად გამოვიდეს თავისი მოწინააღმდეგეების წინაშე.
ტრამპი მილიონობით დოლარის დახარჯვას აპირებს სარეკლამო პუბლიკაციებსა და კომპანიაში და საბოლოო ჯამში, ბევრი ამერიკელი, რომელიც ახლა მას დასცინის, მის სერიოზულ აღქმას დაიწყებს.
თავის პირველ გამოსვლაში მან დაიცვა ამერიკელების უფლება თავისუფლად ატარონ იარაღი. ასევე თქვა, რომ შეინარჩუნებს ფედერალურ, სოციალურ და სამედიცინო პროგრამებს.
ტრამპმა გამარჯვებისთანავე ობამას მიერ მიღებული საემიგრაციო კანონის შეცვლის პირობა დადო, რომელიც დოკუმენტების გარეშე მყოფი მიგრანტების დეპორტაციას კრძალავს.
«სამწუხაროდ, ამერიკული ოცნება დამარხულია. თუკი მე ამირჩევენ პრეზიდენტად, მე მის აღდგენას ვაპირებ, ვაპირებ ის ძლიერი და უკეთესი გავხადო, ვიდრე იყო. ჩვენ ამერიკას ისევ ძლიერ ქვეყანად გადავაქცევთ» – განაცხადა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთი და რუსეთი ცივი ომისკენ მიდიან
შემდეგი სტატიაჯანელიძე ბოდიშს იხდის