მილანში არეულობას ებრძვიან

იტალიური Corriere della Sera-ს ცნობით, გუშინ 1 მაისს მანიფესტაციაზე დაწყებულ არეულობებთან დაკავშირებით, რომელიც ამ დრომდე გარკვეულ ადგილებში გრძელდება, ქალაქის პრეფექტურა საგანგებო შეკრებას აწყობს და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.
გუშინ მილანში მემარცხენე აქტივისტების მიერ 1 მაისის თარიღთან დაკავშირებული მანიფესტაცია არეულობაში და პოლიციასთან შეტაკებებში გადიზარდა… მანიფესტანტებმა ქვები და პეტარდები დაუშინეს პოლიციას და მაღაზიების ვიტრინებს… მოაწყვეს ბარიკადები და გააჩაღეს კოცონი…
არეულობების დროს დაშავდა თერთმეტი პოლიციელი და რამდენიმე მომიტინგე…
იტალიური მედიის ცნობით, ამ დროისთვის სხვადასხვა ბრალდებით დაკავებულია არეულობის მომწყობთაგან მხოლოდ 5 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშინინო გიორგობიანი: რუსეთის მხრიდან მამისონის ტერიტორიის დატაცების ფაქტი დეზინფორმაციაა
შემდეგი სტატიაქეით მიდლტონს და პრინც უილიამს გოგონა შეეძინათ