“მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე”- პაატა ბურჭულაძე რუსთავი 2-ის საქმეზე

მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე

პაატა ბურჭულაძის კონცერტი ოდესაში მიხეილ სააკაშვილმა გახსნაპაატა ბურჭულაძე რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ემხაურება და მიმართავს შესაბამის ორგანოებს ვითარების განმუხტვის მიზნით პროცესი 2016 წლისთვის გადაიდოს.

“ის, რაც დღეს ხდება რუსთავი 2-ის გარშემო საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე ჩვენ ყველამ არაერთხელ გამოვიარეთ, ძალიან შემაშფოთებელია ის აშკარა ფაქტი, რომ ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესმა კვლავ გააჩინა ორი დაპირისპირებული მხარე. დაძაბულობა მართლაც, რომ პიკს აღწევს და მივიჩნევ, რომ დაუყონებლივ საჭიროა მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც სიტუაციის განმუხტვაზე იმუშავებს.

ისევე, როგორც ალბათ მრავალ ქართველს, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის ბედი და სახელმწიფოებრიობა, მეც მინდა მჯეროდეს, რომ მიმდინარეობს სასამართლო დავა კერძო საკუთრებაზე, მაგრამ ამ აზრის განვითარებისთვის არგუმენტების სიმწირე უამრავ ეჭვს ბადებს. მით უფრო დამაფიქრებელია ამ თემის გააქტიურება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და სხვადასხვა ტელეკომპანიაში დახურული პოლიტიკური თემატიკის გადაცემების ფონზე.

მივმართავ თხოვნით ყველას, ვის კომპეტენციაშიც ეს საკითხი შედის – იმისათვის, რომ განიმუხტოს არსებული დაძაბულობა და გაქარწყლდეს ეჭვები გთხოვთ, გადაიდოს სასამართლო პროცესი არა 26 ოქტომბრამდე არამედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე,”-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე: ამ კონსულტაციების მოთხოვნა უფრო ძაბავს ქვეყანაში სიტიუაციას
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” პრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებს