“მივესალმები პროკურატურის ძლიერ და ევროპული სტანდარტების პოზიციას,”-თეა წულუკიანი

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანი პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებამ სრულად დაიცვა ყველა სამართლებრივი ნორმა.

“პირველად პროკურატურა გამოვიდა თავდაჯერებულის პოზიციიდან, პირველად პროკურატურა გამოვიდა ძლიერის პოზიციიდან და როგორც კი 16 ივნისს სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები ცნო დასაშვებად, პროკურატურამ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სტანდარტის დაცვით თქვა, რომ ეს ადამიანები აღარ არის საჭირო ციხეში და ამ ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარ განაჩენს დაელოდონ შინ ოჯახთან ერთად. თუკი ისინი იქნებიან ცნობილი დამნაშავედ, რა თქმა უნდა, დაბრუნდებიან ციხეში, თუკი მათ სასამართლო გაამართლებს, იქნებიან გამარათლებულები. მე მივესალმები პროკურატურის ამ ძლიერ და ევროპული სტანდარტების პოზიციას და მიხარია, რომ ისინი ძლიერდებიან და მათი პრაქტიკა ვითარდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიშესაძლებლობის შემთხვევაში, ვეფხვს ლიკვიდაციის ნაცვლად დააძინებენ
შემდეგი სტატიავერეს ხეობის დაგეგმარების სახელმწიფო კომისია პირველ სხდომას მართავს