მიდის თუ რჩება პარლამენტიდან დავით საგანელიძე? – უმრავლესობაში პასუხი არ აქვთ

უკავშირდება თუ არა უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის გადაწყვეტილება შესაძლო წასვლის თაობაზე, ზაქარია ქუცნაშვილთან არსებულ დაპირისპირებას ჯერჯერობით უცნობია. თავად ქუცნაშვილი ამბობს, რომ ამაზე განმარტებას საგანელიძე გააკეთებს.

უმრავლესობაში კი არსებულ ინფორამციაზე არაფერი იციან, ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ საგანელიძე ამ თემაზე ადრეც საუბრობდა, თუმცა ეს უახლოესი მომავლის გეგმებში არ შედის.

“უახლოეს დღეებში არ აპირებს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა დიდი ხანია საუბრობს ამაზე. დათო ჩვენ გვჭირდება,” – ამბობს ეკა ბესელია.

ზვიად ძიძიგური კი ჟურნალისტებს ინფორმაციის გადამოწმებას ურჩევს და ახსენებს, რომ მსგავსი ინფრომაცია ერთი წლის წინაც გავრცელდა, მაგრამ არ დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გადაცემა “პოსკრიპტუმში” გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტიდან წასვლას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიდოლარის ოფიცალური კურსი 2.14 ლარია
შემდეგი სტატიაგალის სკოლებში ქართულს დევნიან