მიგრანტების რიცხვმა ევროპის საზღვრებზე რეკორდი მოხსნა

უკვე მესამე თვეა უამრავი მიგრანტი აწყდება ევროპის საზღვრებს. ევროკავშირის მონაცემებით, საზღვარზე მათმა რიცხვმა 107 500-სს გადააჭარბა – ეს 2008 წლიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მხოლოდ გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლების რიცხვი 2015 წელს 750 ათასი ადამიანი იქნება – ნათქვამია ოფიციალურ პროგნოზებში, მაშინ, როცა იმავე პროგროზებით მხოლოდ 450 ათას მიგრანტს ვარაუდობდნენ. გასულ თვეს მხოლოდ ჰამბურგში 5700-მა ადამიანმა ითხოვა თავშესაფარი, 7 ათასმა ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე. მიგრანტები იტალიაში ან საბერძნეთში შემოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, იქიდან კი ევროპის ქვეყნებში შედიან. არსებული მონაცემები 1992 წელს ბოსნიის კრიზისის დროს არსებულზე ბევრად მეტია. გაეროს ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ანტონიო გუტერესმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა მიიღონ მიგრანტები – მისი აზრით, ეს ყველაზე კარგი გამოსავალია შექმნილი მდგომარეობიდან და გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი მიდგომა უკეთესი იქნება. “მე ყოველ დღე მომიწევს ახალი მრავალსართულიანი სახლების აშენება, რომ მიგრანტები განვათავსო” – ამბობს შტუტგარდის ინტეგრაციის მინისტრი ბიკლაი ენეი. გერმანიის აღმოსავლეთით ლტოლვილების მიღების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. გერმანიაში ლტოლვილების განსათავსებლად კარვის ქალაქებს აშენებენ, ან სპორტულ მოედნებს აწყობენ სპეციალურად. გერმანიის გარდა მიგრანეტბის ტალღა მიაწყდა შვედეთს. სავარაუდოდ, წელს შვედეთში 80 ათასი ადამიანი ითხოვს თავშესაფარს. მათ შორის ყველაზე მეტი სირიიდან იქნება. წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღვა 240 ათასმა ადამიანმა გადმოკვეთა. გაეროს მონაცემებით, უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე საბერძნეთში 21 ათასი მიგრანტი შევიდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრმა ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო