მიგრანტების კრიზისი და ცენტრალური ევროპის უკმაყოფილო ქვეყნები

მიგრანტების კრიზისი და ცენტრალური ევროპის უკმაყოფილო ქვეყნები

მიგრანტების კრიზისი და ცენტრალური ევროპის უკმაყოფილო ქვეყნებიცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანელ და ლუქსემბურგელ კოლეგებს პრაღაში შეხვდნენ. შეხვედრის თემა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაზრდილი სამიგრაციო კვოტებია, რომელსაც ქვეყნები არც თუ ისე დიდი სიხარულით შეხვედნენ. ლუქსემბურგი ახლა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი კვოტების იდეაზე უარს ამბობენ. დამატებითი კვოტების შესახებ წინაადდება ევროკომისიამ წამოაყენა გერმანიის მხარდასაჭერად.
ევროკომისიას აუცილებელი კვოტების სისტების შემოღება უნდა, რომ გააკონტროლოს და განათავსოს 120 ათასი ლტოლვილი, რომელიც ახლა გერმანიაში, იტალიასა და უნგრეთში არიან თავმოყრილი.
ათობით ათასი ადამიანი გარბის სირიიდან, ლიბიიდან და ერაყიდან. ბევრი მათგანი ევროპაში უნგრეთიდან შემოდის, რომლებიც ქვეყნის გავლით გერმანიაში, ავსტრიასა და შვედეთში გადადიან.

ცენტრალური ევროპის ქვეყნები ვალდებული კვოტების ოდენობას არ ეთანხმებიან იმის მიუხედავად, რომ ის იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნები.
მოლაპარაკებების დაწყებამდე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრის მიზანია “ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ხედვათა სხვადასხვაობის გამო”.

უნგრეთი სატრანზიტო ქვეყანა აღმოჩნდა მიგრანტებისთვის. ქვეყანაში უკვე გაიარა 150 ათასმა მიგრანტმა.

გუშინ უნგრეთმა სამხედრო სწავლებები დაიწყო საზღვრიის დასაცავად. მომავალ კვირას, სავარაუდოდ, უნგრეთს 40 ათასი მიგრანტი ეწვევა.

სირიის ინფორმაციის მინისტრის განცხადებით,შექმნილი კრიზისის გამო პასუხისმგებელია ევროპა და დაამატა, რომ სირიიდან გარბიან როგორც ისლამური სახელმწიფოს, ასევე ასადის პოლიტიკის გამო.
აშშ-ს გუშინდელი განცხადებით, ქვეყანა 2016 წელს 10 ათას მიგრანტს მიიღებს.
დღეს ირლანდიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში 4 ათას მიგრანტს შეუშვებს. ბრიტანეთის განცხადებით 2020 წლამდე 20 ათას მიგრანტს განათავსებს. ლიტვა მზად არის ათასი სირიელი შემუშვას ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის პორტის მშენებლობა ჩინური კომპანიის თანადაფინანსებით მოხდება
შემდეგი სტატიაუგულავას დაცვის მხარეს დასკვნითი სიტყვის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა განესაზღვრა