მიგრანტების ზღვაში სიკვდილს იტალიის პრემიერმა მკვლელობა უწოდა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების სიკვდილს ნამდვილი მკვლელობა უწოდა, რომელიც ყოველ დღე ხდება და რომელზეც ადამიანები უნდა დაფიქრდნენ.
მისი აზრი პალერმოს მერის სიტყვებს დაემთხვა, რომელმაც ევროპა დაადანაშაულა იმაში, რომ ის იქცევა როგორ პილატე, რომელმაც მკვლელობის შემდეგ ხელები დაიბანა.
მალტას პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა თქვა, რომ მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ კრიზისს და ევროპა გააფრთხილა, რომ მთელი მსოფლიო მკაცრად დასჯის მათ ტრაგედიაზე თვაელების დახუჭვის გამო.
რომის პაპმა დაუყოვნებლივ მოქმედებებისკენ მოუწოდა ევროპას, რომ გადაარჩინონ ევროპისკენ მომავალი მიგრანტები.

ხმელთაშუა ზღვაში 700-მდე მიგრანტის ძებნის მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს. BBC-ის ინფორმაციით, ისინი ლიბიის ნაპირებთან ამობრუნებული ხომალდის ბორტზე იმყოფებოდნენ. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ხომალდმა, რომლის ბორტზეც 500-დან 700-მდე მიგრანტი იმყოფებოდა, ადგილობრივი დროით შუაღამისას დაიწყო ჩაძირვა. ამ დრიოსთვის გადარჩენილია 28 ადამიანი. სამაშველო ოპერაციაში იტალიის გემები და მალტის სამხედრო-საზღვაო ძალები მონაწილეობენ.
მაშველების ცნობით, სამაშველო ოპერაციის მთავარი მიზანი, უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, გარდაცვლილთა ცხედრების ძებნა გახდება.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის კანიონში ნავებით ტურისტების მომსახურება ადგილობრივ მოსახლეობას აეკრძალება
შემდეგი სტატიაერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ანტიკორუფციული კომისია აამოქმედა- დარტყმის ობიექტი ხვალ გურჯაანი იქნება