მიგანტებთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი დაინიშნა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა

22 სექტემბერს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრა დაიგეგმა. შეხვედრაზე მიგრაციის საკითხები განიხილება. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს.
ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ბრიუსელში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე საბოლოოდ მაინც ვერ შეთანხმდნენ იმ კვოტებთან დაკავშირებით, რაც დევნილების მიღებას უკავშირდება.
გარდა ამისა, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი ამ დროისთვის ევროკავშირის ლიდერებთან კონსულტაციებს მართავს იმისთვის, რომ შს მინისტრების გუშინდელი შეხვედრა შეაჯამონ და გადაწყვიტონ, დაინიშნოს თუ არა ევროკავშირის ქვეყნების მეთაურთა სამიტი მიგრაციის საკითხებზე.

banner
წინა სტატიაში,,კორუფციის მამამ თავი მოიმკვდარუნა”
შემდეგი სტატია„ჩვენი ხელისუფლება არის მშიშარა, ღარიბაშვილი როგორი კახელი კაცია?!…”