,,მთის სამინისტრო კი არა, ხიდებისა და გვირაბების შექმენით,,

ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე საქართველოში მთის მინისტრის პოსტის შემოღებას სოციალურ ქსელში ეხმიანება….
,,მთები და კლდეები აშორებენ ადამიანებს, ზღვები და მდინარეები კი აახლოვებენო, წერდა დიდი მეცნიერი ლევ მეჩნიკოვი. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომაც იქმნება მთის სამინისტრო და არა ზღვის ან მდინარის. მთა ქმნისო პრობლემებს, ბრძანებდა მაშინ მეჩნიკოვი! მთა ქმნისო პრობლემებს, ამბობენ ქ.ოცნების პოლიტსაბჭოში.
არც მეჩნიკოვია მართალი და არც ქ.ოცნებაო, თქვა მდინარის პირას ჩამომჯდარმა შეყვარებულმა მოხევემ, რომელიც ხიდს ნატრულობდა.
გამოღმით მე ვარ, გაღმით შენ, შუაზე მოდის მდინარეო და ასე შემდეგ.
ეს მეჩნიკოვია თუ მისი ქ. ოცნებური მიმდევრები, მთლად ხომ არ გამოშტერდნენო. ზღვა მას შემდეგ გახდა დამაახლოებელი, რაც გემები გაჩნდა, თორემ მანამდე მთაზე უარესი იყოო.
მთის სამინისტრო კი არა, ხიდებისა და გვირაბების შექმენითო.
ჭკუაში დაუჯდა თურმე ეს აზრი ვიღაცებს. პარლანენტში აპირებენ ალტერნატიული კანონპროექტის შეტანას ახალი გვირაბხიდების სამინისტროს დაარსების შესახებ.
წინ დიდი დაპირისპირება გველის: ქ. ოცნება ხ.ოცნების წინააღმდეგ!
“ხ” აქ ხიდს ნიშნავს და სხვა რაიმე არ გაიფიქროთ,, წერს გოცირიძე

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრემიერს შვილების წაყვანის გამო ფული გადაახდევინეს
შემდეგი სტატიასაქართველოს შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო