მთა-თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა ამ დრომდე გასაწმენდია

მთა-თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა ამ დრომდე გასაწმენდია. ამის შესახებ ის მძღოლები საუბრობენ, რომლებსაც ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანიდან მთა-თუშეთში ტურისტები გადაჰყავთ.

მათი თქმით, განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა გზის 50-ე და 53-ე კილომეტრზე, სადაც მეწყერსაშიში ზონაა. თუ ამ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარდა, ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა, გზის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვეს.

მძღოლები პასუხისმგებლობას კომპანია თუშეთის გზას აკისრებენ და აცხადებენ, რომ ტენდერებში გამარჯვების მიუხედავად, კომპანია გზის მოვლა-პატრონობის ვალდებულებას არ ასრულებს და არც სპეცტექნიკას იყენებს.

მძღოლების პრეტენზიას კომპანიაში პასუხობენ. მძღოლებს მოთმინებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ გზის გაწმენდა სისტემატურად მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ გურიელიძე: ზოოპარკში გაწმენდის სამუშაოების დროს არც ერთი ცხოველი აღარ გვიპოვია
შემდეგი სტატიაშსს: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურად აისახა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით აშშ-სთან თანამშრომლობა