მთავრობის შემადგენლობა არ იცვლება-ხათუნა სამნიზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის შემადგენლობა, რომელიც უკვე ცნობილია, არ იცვლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. “მთავრობის დამტკიცების საკითხი განხილული არ ყოფილა, თუმცა გიდასტურებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ცნობილია, არ იცვლება. პრემიერი ცვლილებებს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს”, – აღნიშნა სამნიძემ.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს მთავრობის გეგმები, “იბიარდის” დელეგაციის ვიზიტი და სხვა საკითხები.

banner
წინა სტატიაშიმერკელი პუტინს 10 მაისს შეხვდება
შემდეგი სტატიალოს ანჯელესში დაახლოებით 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა