მთავრობის სხდომაზე პროკურატურისა და შსს-ს რეფორმირების საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“ჩვენ ორივე კანონპროექტი უნდა გადავუგზავნოთ პარლამენტს, რის შემდეგაც დაიწყება აქტიური განხილვები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც იყო ჩვენი დანაპირები,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრი მთავრობის სხდომის დასაწყისში მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას მიესალმა და მათ წარმატება უსურვა.