მთავრობის კანცელარიასთან “ნაციონალური მოძრაობის” აქცია დასრულდა

“ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. აქციის მონაწილეები უკვე იშლებიან.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, ეს არის ბოლო გაფრთხილება საქართველოს მთავრობისთვის. მისივე თქმით, პერმანენტული აქციები დაიწყება ამ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, თუმცა, კონკრეტულ გეგმებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.
“დღევანდელი დღე არის ბოლო გაფრთხილება მთავრობისთვის, ტუტუცი პრემიერ-მინისტრისთვის, რომელმაც დღეს შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით აქციის მონაწილეს, როცა თქვა, რომ ისინი მოსყიდულები არიან. როდესაც ამდენი ადამიანი იკრიბება ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის შემდეგ, ამას მხოლოდ მოხერხება უნდა”, – განაცხადა მელიამ.
დავით ბაქრაძის თქმით კი, “ნაციონალური მოძრაობა” იმოქმედებს იმ გეგმის მიხედვით, რომელიც დღევანდელ აქციაზე გოკა გაბაშვილმა წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია ალი აბა ჰუსეინის სახელობის სამლოცველო სახლს ესტუმრა
შემდეგი სტატიარუმინეთი-საქართველო 6:15 – საქართველოს ნაკრებმა რაგბში ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა