მთავრობის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერების შეგროვება იწყება

21 მარტის აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული სამოქმედო გეგმა დღეიდან იწყება.

მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურის ოფიციალურად დაწყებამდე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან იწყებს.

იმსათვის, რომ ოპოზიციამ მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად დაიწყოს ნაციონალურ მოძრაობას 60 დეპუტატის მხარდაჭერა ჭირდება.

როგორც საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, მათ ინიციატივას როგორც ოპოზიციის ასევე მმართველი კოალიციის წარმომადგენლები დაუჭერენ მხარს.

ნაციონალური მოძრაობა მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზად არასწორ ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკას ასახელებს.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე დიპლომატებს შორის საუბარი არ მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა მოსამართლებს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე წარუდგინა