”მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ”ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაციებს არ გავმართავ”

საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა

გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენსაქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს არ სურს მთავრობის დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ”ნაციონალურ მოძრაობასთან” გამართოს–ამის შესახებ მან გადაცემა ”რეაქციაში” განაცხადა.

”მთავრობის დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით არ მსურს კონსულტაციები ”ნაციონალურ მოძრაობასთან” გავმართო, რადგან უსაგნოა. ეს არის უმრავლესობის პრეროგატივა,”-აღნიშნა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად მის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან შესაძლებლობა მისცა ჯანმრთელ პოლიტიკურ პროცესს, რაშიც, მისი აზრით, დამშვიდების შემდეგ მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობაც დარწმუნდება.
“მთავრობის წარმომადგენელი, გინდაც დეპუტატი, ჩემი აზრით, მხარს უნდა მიჭერდეს. რამდენი ფსიქოანალიზიც არ უნდა ატარონ და მაკრიტიკონ, დარწმუნებული ვარ, ბოლოს ყველა მაინც გაიგებს, რომ დღევანდელი შემთხვევით პრეზიდენტს არაფერი მოუგია. პრეზიდენტი არ ცდილობს არც ერთი მინისტრის გაყვანას. პრეზიდენტი ამით იცავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებას. შესაბამისად, ყველას აწყობს ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება. როცა ცოტა დავმშვიდდებით, ნათლად გამოჩნდება, რომ მე ამით მივეცი შესაძლებლობა ჯანმრთელ პოლიტიკურ პროცესს, რომლიდანაც ყველა იგებს”, – განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ”ნაციონალუი მოძრაობის” წევრები მთავრობის დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციის გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ

banner
წინა სტატიაშისტამბულში 1 მაისის მიტინგზე 203 ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტთან თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები აუცილებელია–ირაკლი ალასანია