მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთსქესიანთა ქორწინების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთსქესიანთა ქორწინების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეებმა მთავრობას მოუწოდეს საკონსტიტუციო ცვლილებით დაკანონდეს, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა.
“აქ შეკრების მიზეზი არ არის უბრალოდ შეკრება და პროტესტის დაფიქსირება. საჭიროა სოლიდარობა და ერთმანეთის გვერდით დგომა, რადგან საქართველოში არ მოხდეს ის, რასაც ჰქვია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება. ჩვენ, ქართველი ხალხის სახელით ამას არ დავუშვებთ. მივმართავთ მთავრობას, პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ერთობა”, – განუცხადა ჟურნალისტებს სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის წარმომადგენელმა თინათინ დოგრაშვილმა.
მისივე შეფასებით, ერთი და იგივე სქესის მქონე პირების ქორწინება ეს არის არა მარტო სოდომური ცოდვა, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული.
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციებმა ლარის დევალვაციაზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა