მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ის მთავრობის სხდომას ესწრებოდა, შესაბამისად, პრეზიდენტის რეზიდენციიდან მისული წერილი არ უნახავს.

მისი თქმით, მოხდება წერილის გაცნობა და ადმინისტრაცია მთავრობის რეგლამენტის და კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

„მე მთავრობის სხდომას ვესწრებოდი, ასე რომ, ჯერ არ მინახავს რა არის შემოსული. ვნახავთ, რა თქმა უნდა განვიხილავთ და განრიგის შესაბამისად ვიმოქმედებთ. გავეცნობით და მთავრობის რეგლამენტის და კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ახალი ომი დაიწყო
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მზად ვარ გამოვყო ჩემი მოადგილე და პრეზიდენტს ენერგეტიკულ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიწოდოს