მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური განცხადება ავრცელებს

საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამთ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვაცხადოთ, რომ ბესო ხარძიანის საქმის გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დამნაშავის დადგენა და დასჯა.
მომხდარის შესახებ კეთდება ბევრი კომენტარი სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში. გაისმა ბრალდებები მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების ამ საქმესთან შესაძლო კავშირის შესახებ.
გვინდა, მოვუწოდოთ ყველას, ბრალდების შემთხვევაში წარმოადგინონ კონკრეტული დოკუმენტური დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ბრალდებები ჩაითვლება საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად.
კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებების მოსმენა იმ მთავრობის მიმართ, რომლისთვისაც მთავარ პრიორიტეტს სწორედ სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს–- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისავალუტო ფონდის მდუმარე წარმომადგენელს მივმართავ–რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიაიტალიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, თამარ ტრაპაიძის გადმოსვენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს