“მთავრობა ცაში დაფრინავს და თავისი არაკომპეტენტურობით უკვე სახიფათო ხდება ქვეყნისათვის”

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს უტოპიურს უწოდებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში რომან გოცირიძე.

სოციალურ ქსელში გოცირიძე წერს, რომ საბოლოოდ პროექტის განხორციელება საქართველოს ბიუჯეტს დააწვება.

„ვუსმენ ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნის შესახებ გულუბყრვილო აზრებს. თურმე კეტძო ფონდი ნახევარი მილიარდი ევროს გაიღებს ამ პროექტისათვის. სრული სისულელე. არ მოხდება ეს არასოდეს. აბსოლუტურად უტოპიური გეგმაა ჩვენს რეალობაში. ვინ გადაყრის ამაში ფულს გარანტირებული უკუგების გარეშე. ყველაფერი დააწვება ჩვენსავე ბიუჯეტს და შუა გზაზე მოიშლება. მთავრობას ამის ფული არა ექნება, კერძო ბიზნესი კი ფილანტროპულ იდეებში არაფერს დახარჯავს.

მთავრობა ცაში დაფრინავს და თავისი არაკომპეტენტურობით უკვე სახიფათო ხდება ქვეყნისათვის.

კანონს პარლამენტში იხილავენ. რად სჭირდება ამას კანონი. თუ ვინმეს სჯერა, დადოს ფული და აკეთოს თავისი რისკით“, – წერს რომან გოცირიძე.

საქართველოს მთავრობა და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს-აღნიშნულ პროექტზე პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ადრონული თერაპიის პროექტის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაევროკავშირი ბელოსრუსს სანქციებს შეუჩერებს