მთავრობა სავალუტო ფონდისგან სესხის აღებას არ გეგმავს

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდისგან სესხის აღებას არ აპირებს – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, მთავრობა სხვა დონორებისგან დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე მუშაობს.

„სავალუტო ფონდისგან ჩვენ სესხის აღებას არ ვაპირებთ. წინა კვირას, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდთან შეიძლებოდა ყოფილიყო კომუნიკაცია სხვა დონორებისგან სესხის აღების თაობაზე. ეს არის კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიბმული თანხები და ეს არ არის თანხები, რომელიც წავა ბიუჯეტში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მსოფლიო ბანკისგან, აზიის განვითარებს ბანკისგან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განითარების ბანკისგან მივიღონ დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის შესაძლო დაფინანსება”, – აღნიშნა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ესტუმრება
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: მედიკამენტებზე ფასების ზრდის კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის