მთავრობა, ერთმანეთს მოწყვეტილი და გაუაზრებელი ინიციატივებით, არღვევს წლობით ნაუმჯობესებ მაკროეკონომიკურ გარემოს

ეკონომიკური განვითარების ცენტრის დირექტორი რომან გოცირიძე სოციალური ქსელით მთავრობის ახალ ინიციატივებს აკრიტიკებს…
,,მთავრობა, ერთმანეთს მოწყვეტილი და გაუაზრებელი ინიციატივებით, არღვევს წლობით ნაუმჯობესებ მაკროეკონომიკურ გარემოს. განსაკუთრებით ისეთი ნაბიჯებია სახიფათო, რომელიც ერთი შეხედვით, სასიამოვნოა და ენა არ მოგიბრუნდება მის გასაკრიტიკებლად. ასეთი იყო მაგალითად, დენის ტარიფის შემცირება. შედეგად მივიღებთ ან უშუქობას, ან კიდევ უფრო მომატებულ ტარიფებს.
ახლა მოგების გადასახადის ფაქტობრივი გაუქმება უნდათ ( მისი რეინვესტირებული ნაწილის). ეს ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს გაახარებს. მერე ერთად მოგვიწევს დამწუხრება 3,7 მილიონს. თუმცა ვერ მივხვდებით, თუ რატომ!,,

banner
წინა სტატიაშიკემერონი მოსახლეობას ბრიტანეთის უდიდეს ქვეყანად გადაქცევას დაპირდა
შემდეგი სტატია,,შვედ ბრეივიკს,, იბრაჰიმოვიჩის მოკვლა სურდა