მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს

სავლუტო ფონდი

ბიუჯეტით გათვალისწინებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა წელს 4%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გუშინ დაზუსტდა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები და უნდა ითქვას, რომ ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანას ეკონომიკაში სტაგნაცია ექნება.
“სომხეთისა და მოლდოვას ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 0% დაფიქსირდა. წელს ელოდებიან რუსეთში დაცემას, გასაგები მიზეზების გამო. ბელორუსში იქნება დაახლოებით 0%-იანი ეკონომიკური ზრდა, აზერბაიჯანში – 1,5%. ჩვენ ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლისთვის 4%-ზე მაღალი იქნება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მიმდინარე წელს 5%-იანი ეკონიმიკური ზრდა იყო დაგეგმილი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კი, მთავრობას მოუწოდა, 5%-იან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, შემცირების მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: გარკვეულ ძალებს საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ
შემდეგი სტატია“საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს