მთავრობა არ იყო ინფორმირებული, რომ ერთ-ერთი მტაცებელი ისევ თბილისის ქუჩებში დადიოდა

მთავრობა არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მტაცებელი ისევ თბილისის ქუჩებში დადიოდა

kaladzeვიცე-პრემიერ კახი კალაძის მტკიცებით, მთავრობა არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მტაცებელი ისევ თბილისის ქუჩებში დადიოდა.
როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,დღევანდელ ფაქტზე გამოძიების დაწყება აუცილებელია.
„გაოგნებული დავრჩი, როდესაც დღევანდელი ტრაგედიის შესახებ შევიტყე. მე მთელი ეს დღეებსი სვანაძის ქუჩაზე ვიყავი და ადგილობრივებს ვეხმარებოდი. ზოოპარკის ადმინისტრაციის მხრიდან კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყველა ცხოველი ადგილზე იყო და რომელიც არ იყო, დახოცილები იყვნენ… და დღეს სრულიად შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც ტრაგედით დასრულდა და ვფიქრობ, ამას გამოძიება ჭირდება, ეს ასე არ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაფერი არის უსაფრთხოდ და გამოვიდა, რომ მივიღეთ მსხვერპლი, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიცხოველისგან დაგლეჯილ პირს საძილე არტერია ჰქონდა გაგლეჯილი და კისრის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ