“მთავრობამ ზონდერები გამოგზავნა,” – შოთა უტიაშვილი სასამართლოს ინციდენტზე

შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს და ირწმუნება, რომ სასამართლოს შენობაში მთავრობამ პროვოკაციის მოწყობის მიზნით, ზონდერები გამოგზავნა.

„იყვნენ მოსულები მთავრობის ზონდერები, პოლიციის აგენტები, რომლებიც მოქმედებენ მთავრობის დაკვეთით და ცდილობდნენ, რომ პროვოკაცია გამოეწვიათ, მაგრამ დღეს ეს ვერ მოახერხეს და დარჩნენ ხახამშრალები,” – განაცხადა უტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში 11 ყოფილი ძალოვანის აღკვეთის ღონისძიების პროცესი ხმაურის ფონზე დაიწყო. სასამართლოზე მისულ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს დერეფანში შეკრებილები „მკვლელების” ძახილით შეხვდნენ.

ამ ინციდენტის გამო სასამართლო სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო – ლუსტრაციის შესახებ კანონი დასახვეწია
შემდეგი სტატია“იურა ვაზაგაშვილს სხვებზეც ჰქონდა ეჭვი,” – ია მეტრეველი