მთავარმა პროკურატურამ იძულებით დათმობილ ქონებასთან დაკავშირებით საჩივრების შესწავლა დაასრულა

PROKURTAURA GANCXADEBAS AVRCELEBS

მთავარი პროკურატურა აღნიშნული საქმეების სამართლებრივი შესწავლის ეტაპზე გადადის იმის დასადგენად, აიძულეს თუ არა კონკრეტული პირები ქონება სიმბოლურ ფასად გაეყიდათ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მისი კომიტეტი პროკურატურასთან აქტიურად თანამშრომლობს.

„პროკურატურა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა უკანონოდ ჩამორთმეული თაობაზე შესული განცხადებების სისტემატიზაციაზე, ეს პროცესი დასრულდა, ახლა დაიწყება შემდეგი ეტაპი. ჩვენი კომიტეტი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, თანამშრომლობს და მუშაობს პროკურატურასთან იმისთვის, რომ კომიტეტში შესული ასეთი ფაქტების თაობაზე ჩვენ მივაწოდოთ ინფორმაცია პროკურატურას რეაგირებისთვის“,-განაცხადა ბესელიამ

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეებს მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახლადშექმნილი დეპარტამენტი განახორციელებს. დეპარტამენტში, ამ დროისთვის, სხვადასხვა მონაცემებით 20 000 განაცხადია შესული.

30 იანვარს საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში ახალი სპეციალიზირებული სტრუქტურული დანაყოფის – „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ შექმნა.

“საქართველოს პროკურატურაში შესულია ათასობით განცხადება სამართალწარმოების განხორციელების პროცესში მოქალაქეების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტების არსებობის შესახებ. აღნიშნულ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს. სწორედ ამ ვალდებულების შესასრულებლად იქმნება ხსენებული დეპარტამენტი,” – აცხადებენ პროკურატურაში

მთავრობაში ვარაუდობენ, რომ სამართლიანობის აღდგენის კონკრეტული გეგმა, უახლოეს მომავალში შემუშავდება და ეტაპობრივად განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას სწორედ სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენდა.

banner
წინა სტატიაში“გვამებს არანაირი გარეგანი დაზიანებები არ ჰქონდა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ,” – ლევან ჩაჩუა ჟვანიას საქმეზე
შემდეგი სტატიალადო ჭანტურიამ და თინათინ ხიდაშელმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატობაზე უარი თქვეს