მზეო ამოდი… ამოდი… თორემ დაბრუნდა ამბროსოვიჩი!

მზეო ამოდი... ამოდი... თორემ დაბრუნდა ამბროსოვიჩი!

11079286_1425279044449011_1667517924_n 11103979_1425277671115815_744580878_n,,ქარია… შუქი არა გვაქვს! თოვლია… შუქი არა გვაქვს! წვიმაა… შუქი არა გვაქვს! მზეო ამოდი… ამოდი… თორემ დაბრუნდა ამბროსოვიჩი!,, ეს სიტყვები სენაკის რაიონის ერთ ერთი სოფლის მკვიდრს ეკუთვნის, რომელმაც უშუქობა ,,ფეისბუქით,, გააპროტესტა…
ამ რაიონის სოფლებს: ეკი, ხორში, სახარბედიო საწულეისკირიო, გუშინ საღამოდან ელექტროენერგია არ მიეწოდება… სოფლელთა განცხადებით, ელექტროენერგიის გამორთვები წლებია სისტემატიურ ხასიათს ატარებს, რამაც მოსახლეობა გააწამა. რაიონის ,,ენერგოპრო,, კი არაფერს აკეთებს, რათა სიტუაცია გაუმჯობესდეს. ძირითადი პრობლემებია მაღალი ძაბვის ბოძებზე… რომლებიც კომუნისტური პერიოდისაა და იმდენად დამპალია, რომ მცირეოდენი ნიავიც კი ამტვრევს… მაღალი ძაბვის ხაზები გადის ტყიან მასივებში და იმის გამო, რომ არ ხდება ხაზების სიახლოვეს ტოტების გაწმენდა, წვიმიან ამინდებში ხშირია მოკლე ჩართვები… არ ვარგა აგრეთვე სადენები და ტრანსფორმატორები, რაც მოსახლეობისათვის უხარისხო ენერგიის მიწოდების საბაბია. განმკითხავი კი, ამ სიტუაციის, როგორც მოსახლეობა აცხადებს, რაიონში არავინაა.

მზეო ამოდი... ამოდი... თორემ დაბრუნდა ამბროსოვიჩი!

banner
წინა სტატიაშისოციალურად დაუცველებს შენობა იძულებით დაატოვებინეს
შემდეგი სტატიავის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით