მე-5 სართულიდან 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა

policia

ქუთაისში, წუხელ მრავალსართულიანი კორპუსის მე-5 სართულიდან 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა. შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული ბავშვი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საავადმყოფოს ექიმი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ბავშვს სამი ნეკნი აქვს მოტეხილი და მას დაჟეჟილობა აღენიშნება.
ექიმის განცხადებით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშისანქციების მიუხედავად კობზონს ევროკავშირის ვიზა მისცეს
შემდეგი სტატიალევან გვაზავას მდგომარეობა კვლავ მძიმეა